”ნუ ჩაწვებით უფასო კუბოში! ნუ დარბიხართ ტომოგრაფიაზე!”

ექიმი ანი ქავთარაძე, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ხშირად აძლევს საჭირო რჩევებს, ამჟამად უსიმპტომო პაციენტებს მიმართავს, რომლებიც კომპიუტერულ ტომოგრაფიას იკეთებენ.

,,არ დავიღლები ამ თემაზე საუბრით (ისევ მე მლანძღეს, როგორ ამბობ, ხალხს კტ.ზე მიერეკებიანო). გარდა იმისა, რომ არამიზნობრივად ჩატარებული კონკრეტული კვლევა საზიანოა ადამიანისთვის (ყველა გადაწყვეტილება მიიღება რისკი VS სარგებელი), უდიდესი ფინანსური ხარჯია სახელმწიფოსთვის, ჰო, ჩვენი, დაქცეული სახელმწიფოსთვის!

და მე ვერ ამოვხსენი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, მანიაკალური ,,მოთხოვნა-მიწოდება” სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის, ამ არც თუ ისე უსაფრთხო კვლევაზე… უსიმპტომო ადამიანები ნუ დარბიხართ ტომოგრაფიებზე! ნურც სურდოიანები! და კიდევ ბევრი ,,ნურც’ არსებობს! მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ კვლევას უფასოდ გთავაზობთ. მოკლედ, უფასო კუბოში ნუ ჩაწვებით! ბჯოს!”, – წერს ანი ქავთარაძე ფეისბუქზე.