“გუშინ მივღიღინებ ბერლინის ქუჩებში და უცებ მესმის: “ზდაროვა, ბრატ”

ემიგრანტი, ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იქ მცხოვრებ ქართველებზე წერს.

“გუშინ მივდიოდი ჩემთვის მივღიღინებდი ბერლინის ქუჩებში, თან საქართველის ხუთჯვრიანი დროშაამოქარგული როლინგი მაცვია, შუქნიშანთან ვდგავარ, ვღიღინებ, მანქანამ ჩამიარა და იქვე გვერდზე გადააყენა…

ჩემი ძმა… – მომესმა უცებ.
მივიხედ-მოვიხედე, დავინახე ყურებამდე გაღიმებული ახალგაზრდა.
– გისმენ, ჩემო ძმაო..
-იქით მივდივარ, თუ მოდიხარ, გაგიყვან.
– ოკ.
მოკლედ, გიო ყიფიანი და მისი 21 წლის და ელენე გავიცანი, რომელიც სტუდენტია. ისეთი საოცარი გოგოა, სულ იცინის. 1 საათი ვილაპარაკეთ, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს სიცილი რატომ უნდა ისმოდეს გერმანიაში და რატომ არ უნდა ისმოდეს საქართველოში. განა რამე ცუდს ვხედავ იმაში, რომ აქ ცხოვრობენ, ამ ცივილიზებული და განათლებული ხალხის გვერდით, უბრალოდ არ მოწონს, რომ მისი ქვეყანა არ აძლევთ ამ ბავშვებს პერპექტივას…
სიცილ-კისკისით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

5 წუთში 2 ქუთაისელი, მამაჩემის ხნის კაცი გამომესაუბრა, 1 წუთიც არ იყო გასული და კიდევ ახალგაზრდა გავიცანი: ,,ზდატოვა ბრატ, საიდან ხარ?”.
მოკლედ, ერთ გასვლაზე მინიმუმი 100 ქართველს შეხვდები, ზოგი მუშაობს, ზოგი ფარცხალაძესავით ბოტასებს დასდევს,ზოგი რას ,,ჩალიჩობს”, ზოგი – რას.
ამ ხალხს ინახავს გერმანია, ხოლო ესენი ინახავან საქართველოში თავიანთ ოჯახებს და მოხუც მშობლებს. ბევრს დაბრუნება საერთოდ არ უნდა.
უნდა მოხერხდეს, რომ იმდენად კარგი გარემო შევქმნათ და იმდენად პერპესტივის მიმცემი, მომავალი თაობა მაინც არ გამოგვექცეს ასე სამიდღემჩიოდ. იქნება და, დაბრუნდნენ კიდეც და თავიანთი ქვეყანაც დაამგვანონ პატარა ვენას, ბერლის, მილანს, ბარსელონას ან სხვებს… იფფფფ, რამდენს ვიღიღინებ მერე სიბერეში”, – წერს ემიგრანტი.