მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ახლა ვაქვეყნებ სტატუსს სოხუმის თეატრზე!… სააგენტოებს ვთხოვ მაქსიმალურად გაავრცელოთ! (წესით დღეს უნდა აღმენიშნა ჩემი და მარიტას ჯვრისწერის დღე!) მაგრამ უეცრად წავაწყდი ჩვენი თეატრის ჩატში მტკივნეულ თემას, სადაც მსახიობები ჩვენი, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის პრობლემებზე საუბრობდნენ… და გადავწყვიტეთ, რომ დავწერო საჯაროდ მათი სახელით: 25 წლიანი დევნილობის შემდეგ როგორც იქნა მოახერხა სახელმწიფომ შენობის გადმოცემა სოხუმის დიდი ისტორიის მქონე დევნილი
თატრისთვის…🙏 გარემონტდა დარბაზი და სცენა.. ზარ-ზეიმითა და მადლობებითაც აღვნიშნეთ ეს ამბავი!🎉 მაგრამ სიხარული გადაიქცა უაზრო მოლოდინად და თეატრი გაჩერდა, რადგან ახალმა დარბაზმა ვეღარ იფუნქციონერა..
უკვე სამი წელია, დაიწყო მეოთხე წელი, რაც ჩვენ არ გვაქვს
გ ა ნ ა თ ე ბ ა!
თეატრი განათების გარეშე არის სახლი სახურავის გარეშე!!!
პრემიერებს ნაქირავები განათებით ან სხვა თეატრის შენობაში ერთჯერადად ვთამაშობთ..
ასევე ძალიან საწყენია, რომ როდესაც სხვა თეატრებს ხელფასები ემატებათ, ჩვენს, სოხუმის თეატრს ერთი თეთრიც არ მომატებია! მსახიობების თხოვნით, იქნებ ყურადღება გამოიჩინოთ ამ თეატრის მიმართ, რადგან სოხუმის თეატრს ჰყავს აფხაზეთის ომში ოჯახის წევრებდაკარგული დასი! სამწუხაროდ აფხაზეთის მთავრობას მეტი არაფერი აღარ შეუძლია! გთხოვთ ცენტრალურ ხელისუფლებას, ბატონო პრემიერო და ქალბატონო კულტურის მინისტრო, ქალბატონო პრეზიდენტო, იქნებ მობრძანდეთ და შეგვხვდეთ რათა გადარჩეს თეატრი!
Irakli Gharibashvili თეა წულუკიანი Thea Tsulukiani საქართველოს მთავრობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია”