ქართველი მოცეკვავე, სალომე ჭაჭუა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. მისი მეწყვილე ცნობილი მორაგბე, ჯორდან კონროია.
გუშინ, პროექტის მეორე საკონკურსო ტური გაიმართა. სალომემ და ჯორდანმა მაყურებელს კვლავ ცეცხლოვანი, დასამახსოვრებელი ნომერი წარუდგინეს, ჟიურიმ მათ გამოსვლას “არაჩვეულებრივი უწოდა”.
ცეკვას, სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომპლიმენტებს არ დაიშურეს სალომე ჭაჭუას და ჯორდან კონროის შესაქებად.