ჟურნალისტი ნატო ონიანი მისთვის ძვირფას ადამიანს ემოციური პოსტით დაემშვიდობა:
,,უნივერსიტეტში რომ მოდიოდი ჩემთან, გოგოები მეკითხებოდნენ – ვინ არის ეს ბიჭი? -ჩემი ბიძაშვილია, დედაჩემის ძმისშვილი… ცოლიანია! – ვამატებდი კატეგორიული ტონით და მეამაყებოდა, რომ ყველას მოსწონდი…
ჩვენ – შენ, გია, ზაზა და მე – მართლა ბავშვობიდან მოვდივართ, მხოლოდ ჩვენი, მარტო ჩვენი ბავშვობიდან, ჩვენი ზაფხულებიდან – „განძის“ ძიებით და ბუხარში შემწვარი კარტოფილით, მაყვლის ტოტებზე დაღლეტილი პატარა თითებით და მდინარეზე გაპარვით, დღისით ჭრიჭინების ორკესტრით და ციცინათელებიანი ღამეებით, ძილის წინ თბილი რძით და ჩურჩულით ნათქვამი, ბებოს ნასწავლი ლოცვით: დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი… მერე გავიზარდეთ და საკუთარი ზაფხულები გაგვიჩნდა, მერე ჩვენი ტკბილი ბებია-ბაბუა წავიდნენ, მერე მშობლები, ახლა – შენ… სად გეჩქარებოდა, ბიჭო…”.