აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ბლოგერი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს ავრცელებს, სადაც ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებს ეხმაურება.
ის წერს, რომ ქალები ქართველ მამაკაცებზე არ უნდა გათხოვდნენ, ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მათ ქალის პატივისცემა არ იციან, მაგალითად კი საყვარლიშვილმა ბასილაშვილი მოიყვანა:
“გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე. მათ მხოლოდ მომვლელად სჭირდებით, არ გცემენ პატივს და შეურაცხყოფას გაყენებენ!
აი, ის ჩოგბურთელი არის ნამდვილი ქართველი კაცის სახე!
ახლა თუ გინდათ მთელი ღრუზიის საკაცეთი შემომივარდით კომენტარებში!
თქვენ არ იცით ქალის პატივისცემა! თქვენ სუფრაზე
უმეტესობას დედები, ცოლები ემიგრაციაში გყავთ გაშვებული და მათი მწარედ ნაშოვნი ფულებით ცხოვრობთ”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.