თეო ბურნაძემ ფეისბუქში დაწერა:
“ნიკორა სუპერმარკეტის თამარ მეფის ფილიალში შევედი დღეს, ხელში აყვანილი ჩემი პატარა 4 კილო და 600 გრამიანი ძაღლით.
პირველად არ შევსულვარ ძაღლით ხელში. სპეციალურად გვიან დავდივარ, როდესაც ხალხი არ არის, რომ თუნდაც არ გაღიზიანდნენ, რომ პატარა ძაღლით ვარ შესული, თუმცა დაშვებულია ხელში აყვანილი 5 კილომდე ძაღლით შესვლა, რადგან პირველად არ ვარ შესული ზოგადად მაღაზიაში ძაღლით.
ხოდა მოლარემ ეგრევე აღნიშნა,რომ ძაღლით არ შეიძლებოდა შესვლა. გამიკვირდა მაგის შენიშვნა, იმიტომ, რომ გუშინაც ვიყავი შესული და გუშინწინისწინათაც. ალბათ ახალი ხართ თქო და არ იცით თქო, რომ მიშვებენ და დაშვებულია ხელში პატარა ძაღლით შესვლა.
შემდეგ მოლარემ ისეთი რაღაც მითხრა, რომ დავიშოკე – პირბადის გარეშე არ შეიძლებაო, ძაღლს პირბადე უნდა გაუკეთოთო. მე ისიც ვიფიქრე წამიერად, შეიძლება ახალი რაღაც პატარა პირბადეებია დაწესებული და სად არის-თქო პირბადე და სალაროდან მაძლევს ჩვეულებრივ ადამიანის პირბადეს.
აღარ გავაგრძელებ მერე უკვე ჩვენ დიალოგს, მაინტერესებს, ვინმეს თუ გინახიათ ან წარმოგიდგენიათ, ძაღლი ადამიანის პირბადეთი რომ მოძრაობს ნორმალური და ადეკვატური იყო ეხლა იმ გოგოს გამოსვლა?”