“რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს“

ექიმი გიორგი ღოღობერიძე, ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ეხმიანება და წერს, რომ გიორგი არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი.

მისივე თქმით, თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება – პასუხს ჩვენგანაც მიიღებს.

„აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის.

გიორგი არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი.

 

მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება“, – წერს გიორგი ღოღობერიძე