გერმანიაში 124-მა მღვდელმა და ეკლესიასთან დაკავშირებული კათოლიკური ორგანიზაციების თანამშრომელმა კოლექტიურად განაცხადა, რომ სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნებიან. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მღვდლების გარდა აქციაში OutInChurch მონაწილეობა მიიღეს რელიგიური სკოლების მასწავლებლებმა, ეკლესიების ადმინისტრატორებმა და მოხალისეებმა. მათ თანამედროვე ეკლესიას 7 მოთხოვნა წაუყენეს. მათ მიაჩნიათ, რომ ლგბტ-თემის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ღიად დააფიქსირონ საკუთარი ორიენტაცია, ლგბტ-წყვილებს უნდა მიეცეთ დალოცვის მიღების საშუალება, ეკლესია უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმას და მრავალფეროვნების კულტურის გავრცელებას შეუწყოს ხელი.
მათივე აზრით, ეკლესიამ ლგბტ-თემის წევრებს დიდი მორალური ზიანი მიაყენა და ეპისკოპოსებმა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ისტორიული ბრალი აღიარონ და ცვლილებებისკენ მოუწოდონ საზოგადოებას.