ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“იზოლაცია უფრო ადრე სრულდებოდა,ვიდრე პასპორტი მწვანდებოდა. იზოლაციის დასრულების მერე არც კინოში შემიშვეს,არც კაფეში,ადამიანად ვერ ვგრძნობდი თავს.დღეს დილით გამწვანდა ჩემი პასპორტი და ბედნიერი დავქროდი,მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული“, – წერს ტრაპაიძე.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.