მაკა შალიკაშვილი თურმე ჯვარდაწერილია, ქმარიც ჰყავს და ამას ექვსი წელი მალადა. ეს აღიარება მსახიობმა “ფარულ კონვერტში” გააკეთა. მაკა შალიკაშვილი, რომელიც აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი და მას ქალიშვილიც ჰყავს, სინამდვილეში მეორედ დაქორწინებული ყოფილა:
“ყველას მარტოსული ვგონივარ, რადგანაც ლექსებს ასეთი განცდებით ვკითხულობ. ყველაზე ლამაზი მაშინ ხარ, როცა გამწარებენ. როცა გიჭირს, ყველას აჩვენებ, რომ კარგად ხარ. მაგრამ როცა უკვე შენ შეგიძლია იტირო, ემოცია თავისუფლად გამოხატო, ესე იგი ის მართლა ბედნიერი ხარ…
ერთი კარგი ბიჭი როგორ არ გამოჩნდა, უნდა გაგირიგოთო, ღელავენ და ზრუნავენ ჩემზე.
მოკლედ, გათხოვილი ვარ.
ჩემი ქმარი არის ირაკლი ყაჭეიშვილი, მუსიკოსი, რეკლამების რეჟისორი. ირაკლი ბათუმის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორია.
იგი ჯგუფ “ინსაითის” გიტარისტის, გოჩა ყაჭეიშვილის შვილია.
ის ბათუმში გავიცანი. ექვსი წლის წინ. ქიმია ორივემ მაშინვე ვიგრძენით. ჯვრისწერა ორივემ მალევე გადავწყვიტეთ. ერთმანეთი ძალიან გვჭირდებოდა. ყველაფრისგან გადავარჩინეთ ერთმანეთი. ფაქტი არ გასაჯაროვებულა. დღემდე ძალიან ვაკონტროლებდით. ჯვარი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მამა ადამ ახალაძემ დაგვწერა. ძალიან გასაიდუმლოებული ჯვრისწერა გვქონდა. როგორც ადრე, გაპარულები, ჩუმად იწერდნენ ჯვარს, ასე მოვიქეცით ჩვენც.
სიყვარულსა მალვა უნდა… განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მანამდე გამოცდილება გაქვს და იცი. ორი ადამიანის თანაცხოვრებას არ სჭირდება ზედმეტი ყურადღება. არც ის სჭირდება, რომ ვიღაცას მოუყვე შენზე. აბსოლუტურად არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვიღაცას მოვუყვე როგორ მიყვარს ჩემი ქმარი. მე არც შემდეგ ვაპირებ ჩემს ქმარზე საუბარს. ეს თემა ისევ სამუდამოდ დაიხურება.”, – განაცხადა გადაცემაში მაკა შალიკაშვილმა.