“ძალიან მკაცრია, შარვლები არ მოსწონს… თუ რაღაც ისე არ მაცვია, უნდა ავბრუნდე და გამოვიცვალო…“

მომღერალმა თამარ ივერმა ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. მან მეუღლესთან, რაულ ცხადაძესთან ურთიერთობაზეც ილაპარაკა:

10 წელია ერთად ვართ და ჩვენ შორის ღალატი არ ყოფილა, მე ასე ვიცი… მინდა, რომ ეს ურთიერთობა შევინარჩუნო ცხოვრების მანძილზე. არასდროს მოუცია ეჭვის საბაბი, თუმცა ვარ ეჭვიანი. რომ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ სოციალურ ქსელში ვინმე გოგო ჰყავს დამეგობრებული, რომელიც არც ვიცი, ვინ არის, ვეკითხები – ვინ არის, მე ვიცნობ თუ არა, რატომ გყავს… მაგრამ შემდეგ ვფიქრობ, ეგეც აღარ გააკეთოს?! ეს ხუმრობაა და  ესეც საჭიროა ხანდახან. ძალიან მკაცრია, თუ რაღაც ისე არ მაცვია. შარვლები არ მოსწონს, თვლის, რომ ქვედაბოლო უფრო მიხდება, იმიტომ, რომ ლამაზი ფეხები მაქვს. თუ სადღაც ისეთ ადგილას მივდივართ, სადაც მისი წრეა, შემიძლია, ავბრუნდე და გამოვიცვალო“ – აღნიშნა თამარ ივერმა.