Victoria’s Secret-ს პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს (ფოტოები)

ემირა დისპეინი პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მოდელია, რომელიც Victoria’s Secret-მა აიყვანა, – ამის შესახებ Usa Today წერს.

დისპეინს TikTok-ის მომხმარებლები კარგად იცნობენ. ის მაყურებლებს მაკიაჟის გაკეთებას ასწავლის.

„მინდა, გავაძლიერო ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალები და კაცები მთელ მსოფლიოში, რათა ვაჩვენო მათ, რომ სილამაზისა და მოდის ინდუსტრია იცვლება, განსაკუთრებით – ფერადკანიანებისთვის. ძალიან მადლობელი ვარ Victoria’s Secret-თან მუშაობის გამო და იმედი მაქვს, რომ ეს გზას გაუხსნის მათ, ვინც ჩემ შემდეგ იქნება“, – აცხადებს მოდელი.