პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი “ტვ პირველს” მისი ნათქვამის არასწორი ფორმულირებით გავრცელებაში ადანაშაულებს.
“ეს არის უსინდისო ჟურნალისტიკის ნიმუშთა ნიმუში! ეს არხი ხომ დეგრადირდა და ანტიჟურნალისტიკითაა დაკავებული და აი უკვე ასეთ იაფფასიან უსმგავსობებს კადრულობენ. თან ჰგონიათ რომ რასაც ესენი იტყვიან იმას დაიჯერებს ყველა და გადამოწმების სხვა გზები არ არსებობს. ქვემოთ პირველივე კომენტარში დავდებ ვიდეოს სინამდვილეში რა ვთქვი ამ საკითხზე პარლამენტში. TV Pirveli News • ტვ პირველი გილოცავთ უსინდისო ჟურნალისტიკაში მართლა პირველები გახდით. აბა, თქვენ იცით…”, – წერს ელისშვილი ფეისბუქზე.