დემნა გვასალია სოციალურ ქსელში კიმ კარდაშიანზე წერს:
„ვიცოდი, რომ თუ მეტ ბოლზე კიმთან ერთად წავიდოდი, მაშინ, განსხვავებული განაცხადი უნდა გამეკეთებინა. კიმს ვუთხარი, რომ მას არ სჭირდება მორიგი ლამაზად მოქარგული კაბა რომ ხალხმა შეამჩნიოს. ჩვენ შეგვიძლია საპირისპირო მიმართულებით წავიდეთ, რადგან ის კიმ კარდაშიანია. მისმა სხეულის სილუეტმა ლამის სილამაზის სტანდარტები შეცვალა.
კიმი თავისი პოპულარობის ისეთ დონეზე იმყოფება, რომ შეუძლია სახე არ გამოაჩინოს და წითელ ხალიჩაზე მაინც ყველაზე შესამჩნევი ქალი იყოს. ჩემთვის გასაოცარია, როგორ შეიძლება ვინმე ასეთი ცნობილი იყოს. ეს არის მისი ძალა, ყველა კიმის სახელს ყვიროდა, როცა სხეულის არც ერთი ნაწილი არ უჩანდა. ხალხს არც უყოყმანია, სილუეტით იცნეს.”