როგორც იცით, რამდენიმე საათის წინ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომ Victoria’s Secret-მა ფერადკანიან ტრანსგენდერ მოდელთან კონტრაქტი პირველად გააფორმა.
მოდის ისტორიაში ვალენტინა სამპაიო იყო პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც VS-სთან ითანამშრომლა, ამჯერად კი ეს პატივი ემირა დისპეინს ხვდა წილად, რომელიც გახდა პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც ბრენდი აიყვანს.
აღნიშნულ ამბავს სოციალურ მედიაში ყველაზე პოპულარული ქართველი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე ხუმრობით გამოეხმაურა.