გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოსი გია ბაღაშვილი და მსახიობი თაკო ტაბატაძე ერთმანეთს გაშორდნენ. მას შემდეგ სოციალურ ქსელებში ამ ამბავზე უამრავი კომენტარი იწერება, წყვილის პირად ცხოვრებას განიხილავენ, ზოგი კი საინფორმაციო სააგენტოებს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს, რადგან არ სჯერათ, რომ ოჯახი, სადაც 4 გოგონა დაიბადა, დაინგრა, თუმცა ეს სიმართლე აღმოჩნდა.
თაკომ ამბები.ჯი-ის დაუდასტურა, რომ ისინი უკვე 3 წელია, ერთად აღარ არიან. ამ ამბავს კი იმიტომ არ ამხელდნენ, შვილებისთვის სტრესის არიდებას ცდილობდნენ. თაკომ ამბები.ჯი-სთან ისიც თქვა, რომ ყოფილ ქმართან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნა.
რაც შეეხება ახალ რომანს ქართველ ფეხბურთელთან, თაკო ამის შესახებ არაფერს ამბობს. გავრცელებული ინფორმაციით კი, თაკო ტაბატაძის ახალი რჩეული ქართველი ფეხბურთელი, სპანდერაა. წყვილი ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებსაც აზიარებს. ფეხბურთელმა გუშინ თაკოსთან ერთად გადაღებული ფოტო დადო ,,ინსტაგრამზე” და თაკომ მას გულის სმაილიკებით უპასუხა.
წყარო: სარკე.გე