ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“2013-ში, როცა ,,ჭკვიანმა” ადეიშვილმა სამშობლოდან გაჰქუსლა, პერიოდულად ,,ფეისბუკში” წაიჩუჩუნებდა ხოლმე.
ერთხელ მივწერე, ბატონო ზურაბ, თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს, იქნებ მიპასუხოთ-მეთქი?
იცით, ამ ,,ჭკვიანმა” ინდაურმა რა მომწერა?
ჟურნალისტი, რომელიც ,,ქართული ოცნების” ოფისიდან ფულს ,,მეშოკებით” ეზიდება, მასთან რა საქმე მაქვსო?
,,მეშოკებით” ეზიდები, განა საიდუმლო ანგარიშებზე რიცხავო?!
მომწერა ესა და თან დამბლოკა!
აი, სწორედ მაშინ გავიფიქრე, დადგება დრო და ამას ყბაში მოადებენ-მეთქი.
აჰა, მოადეს კიდევაც 9 წლის თავზე.
რაღა დაგიმალოთ და ამათთვის ,,9″ რაღაცნაირი რიცხვია, უსიამოვნო!
მიკვირს… ეგეთი ბლაყვები რატომ იყვნენ ხელისუფლებაში და იგივე ბლაყვები რანაირად არიან უკრაინაში მაღალჩინოსანთა მრჩევლები?
ჰმ… კიდევ კარგად გამოიყურები, ჩემო პარტნიორო უკრაინავ, ამ ინდაურთა ხელში!
ისე, ყველაფერი გავიგე, ამაზე უარესებიც ხდება, მაგრამ ,,ქართული ოცნების” ოფისიდან ,,მეშოკებით” ფულს რომ ვეზიდებოდი, სად გადავმალე, ვეღარ ვიხსენებ.
ამას ეცოდინება, ამ ეშმაკის უკანალიდან გავარდნილს, ამასა!
სცემესო… სცემდნენ, მა რა იქნებოდა, ისე გაუშვებდნენ?
კი მეცოდებიან, როცა ვინმეს პანჩურს ურტყამენ, მაგრამ იმათზე უფრო ვწუხვარ და განვიცდი, ამათ რომ მოსპეს!!!”