“ამ კაცმა ამ ერთი ქმედებით მთლიანად წაშალა ჩემი წარმოდგენა მასზე… ვეღარასოდეს ის ჩემს გულს ვერ მოიგებს”

სამოქალაქო აქტივისტმა ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოაქვეყნა სადაც მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა ქცევამ მასზე მთლიანად წაშალა წარმოდგენა, რადგან ეს ყველაფერი მან ვიღაცის გულის მოსაგებად, საზოგადოებაში ქულების დასაწერად გააკეთა.

“მიხეილ სააკაშვილზე ჩემი წარმოდგენა სამუდამოდ წაიშალა. ჯვრით მანიპულირება იყო ბოლო წერტილი და მას შემდეგ ის ვეღარასდროს იქნება აღქმული ჩემთვის წრფელ ადამიანად.”