46 წლის ქალმა ფოთში, ტყუპები გააჩინა

ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო “ბომონდში”, 46 წლის ქალმა ტყუპი ქალ-ვაჟი გააჩინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად კლინიკა ავრცელებს.

“პირველად!!! ფოთის ცენტრალური საავადმყოფო -ბომონდის ისტორიაში!!! გაიცანით, 2 ტყუპის გმირი დედა, მან 46 წლის ასაკში პირველად, საკეისრო კვეთით 2 ტყუპი ქალ-ვაჟი, ანგელოზი მოავლინა ამ ქვეყანას. ბიჭი 3,700 კგ, გოგო 3, 500 გკ, დედაც და პატარა ბაჭიები თავს გრძნობენ იდეალურად. ულოცავს ფოთის ,,ბომონდის” ადმინისტრაცია მშობლებს ბედნიერებას და უსურვებს მათ ჯანმრთელობას!!!

 მეან-გინეკოლოგი: ნოე მაცაბერიძე.
ნეონატოლოგი: ხათუნა გაბედავა
ანესთეზიოლოგი: გოჩა კუკავა”, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.