16 თებერვალს უკრაინაში “ერთიანობის დღეს” აღნიშნავენ, იმ ფონზე, როცა დაძაბულობა მაღალი რჩება, დასავლელი ლიდერების გაფრთხილების გამოც, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა კვლავ შესაძლებელია.
“ერთიანობის დღესთან” დაკავშირებით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ საქართველოშიც.
ტელეწამყვანმა, ირაკლი მაქაცარიამ სოლიდარობის ნიშნად ფოტო გაავრცელა, სადაც უკრაინული ტრადიციული სამოსით არის წარმოდგენილი.
ირაკლი მაქაცარიას აღნიშნული ფოტოს კომენტარებში უკრაინელი კოლეგები მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებენ.