გუშინ ზესტაფონში დიდი ტრაგედია დატრიალდა. კომისარიატის ყოფილი შენობის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
დაღუპული მუშა 18 წლის დემე სარალიძეა. შოთა ფერაძე ჯგუფში ,,ჩვენი ზესტაფონი” ამ ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას აზიარებს, სადაც წერია:
,,დემე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის მკვიდრი და სამედიცინო ფაკულტეტის პირველი სტუდენტი იყო. ,,ობლობაში გაზარდა საცოდავმა დედამისმა. ექიმობაზე ოცნებობდა, ჩააბარა უნივერსიტეტში და რომ უნდა გაეხარა, ახლა დაიღუპა. საცოდავი ბიჭი, მთელი ზესტაფონი გლოვობს”, – ამბობს ოჯახის ახლობელი’.’