“რა ფასი აქვს ასეთი საკუთარი მარაგის შექმნას, როცა შენს გამო სხვებს შიათ?”

ფოტოხელოვანი, სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

მე არ მომწონს დახლებიდან სურსათისა თუ წამლების დატაცება. ზუსტად 2 წლის წინათაც, კოვიდ 19-ის პანდემიის დასაწყისშიც ასე გააკეთა ნაწილმა. მე არასწორად მიმაჩნია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და უამრავი ადამიანის საკვების გარეშე დატოვება. შაქარი-ფქვილი-ზეთის დატაცების აუცილებლობა არ არის და რომც იყოს, პირადად მე, მინდა, რომ სახე არ დავკარგო, არ ვიფიქრო დახლების დაცარიელებაზე და სხვების უპუროდ დატოვებაზე. რა ფასი აქვს ასეთი საკუთარი მარაგის შექმნას, როცა შენ გამო სხვებს შიათ?”, – წერს ჩანადირი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.