საქართველოს პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლისას დიდი ხნის განმავლობაში იფშვნეტდა თვალებს.
ნინო წილოსანი:
„ირაკლი კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე რატომ უხარია ოპოზიციას ასე?
რატომ გახდა ეს ამბავი და ფოტო ყოველგვარი ამაზრზენი კომენტარების საფუძველი?
ამას ჩასაფრება არ ჰქვია, არც მხოლოდ მანიპულაცია, არაჰუმანურობის და ბოროტების გამოვლინებაა, თან, აშკარა!“