უკრაინაში დაღუპული გია ბერიაშვილის ქალიშვილი, მარიამი მამაზე წერს:
,,როგორ დამტოვე მარტო ამ ბოროტ სამყაროში, მე ხომ მხოლოდ შენი იმედი მქონდა, ჩემი საყრდენი იყავი, ჩემი გმირი იყავი და ხარ, მა”.
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ სადაზვერვო ბრძოლისას.
,,ბერო უკვე გარდაცვლილი გამოვიყვანეთ, ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ. ის ბოლო წუთამდე
იბრძოდა სიცოცხლისთვის” – ამბობს მისი თანამებრძოლი უკრაინელი ჟურნალისტი.