ტელეწამყვანი მარგო ლუჩკო უკრაინაში თავის ნათესავებს ვეღარ უკავშირდება, მათთან კავშირი გაწყდა. მარგო მათ ფოტოს ავრცელებს და წერს:
,,დეიდას და ბიძას ვეძებ. ლუჩკო არკადი (დაიბადა 1959 წელს), ლუჩკო ოლგა (დაიბადა 1965 წელს) და ასევე ჩემი ბიძაშვილი ლუჩკო რომანი და მისი ოჯახი. ისინი ბოლოს იყვნენ უკრაინის ქალაქ
ვინიცაში, ასევე შესაძლებელია, ისინი ლუცკში იყვნენ. სამწუხაროდ, არც ტელეფონის ნომრები, არც სოციალური ქსელები, არაფერი აღარაა ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ნანახი გყავდეთ ან იცოდეთ, სად არიან. ფოტოები ძველია, მაგრამ მჯერა, რომ ერთმანეთს ვიპოვით!”.