ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფომ, ვისაც სურვილი აქვს და სჭირდება უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის მეოთხე დოზის დამატების თაობაზე.
„შეიძლება უმრავლესობას ეს არ აინტერესებს, მაგრამ ვისაც ეს სჭირდება და სურვილი აქვს, სახელმწიფომ მალევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის მეოთხე დოზის დამატების თაობაზე.
– 70 წლის ზემოთ და რისკ-ჯგუფებს 3 თვის შემდეგ მესამე დოზიდან.
– სამედიცინო პერსონალს 6 თვის შემდეგ მესამე დოზიდან.
აიცერი და იყავი დაცული!“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.