“ნეკნები მტკივა სიცილისგან! ბებიაჩემს აქ რა უნდა”

,,ტაბულას” დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის ბებიის ფოტო ერთ-ერთმა ქართულმა საიტმა ნიუსში ჩასვა, სადაც წერია, რომ უკრაინელმა მოხუცმა თავი აიფეთქა და 7 ჯარისკაცი გაიყოლა.

,,90 წლის ბებიაჩემმა ყველაფერს მიაღწია! კოვიდიც გადაიტანა და თვითმკვლელი უკრაინელი გმირი ბებიის ილუსტრაციადაც მოგვევლინა!

ნეკნები მტკივა სიცილისგან! ბებიაჩემს აქ რა უნდა”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.