ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ტელეიმედის წამყვანის, ნოე სულაბერიძის სტატუსს, სადაც საზოგადოებაში ერთგვარ გამოკითხვას აწყობს კითხვით “აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში რას აირჩევდით, ორი სავარაუდო პასუხით “მშვიდობა” თუ “თავისუფლება”?
“ამის დაჯერება ნამდვილად მიჭირს. მაგრამ, თუ ეს ასეა, ამის ავტორს გამარჯობა აღარ უნდა უთხრას არავინ.
ps თუ ეს ფეიკია (არა და, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ინსტაგრამზე ედო საკუთარ პროფილზე და მერე წაშალა), ამ სტატუსს დიდი ბოდიშის მოხდით წავშლი.”-წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
კომენტარებში მომხმარებელები ადასტურებენ, რომ ნოე სულაბერიძეს ნამდვილად ედო ეს სტატუსი და ფეიკი არ არის.