“ისეთი საშინელი ამბები მომიყვნენ, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც რომ არ მინახავს”

ცნობილი ექიმი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში ომს გამოქცეულ პატარასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

“პატარა, ბუხუნძელა, უკრაინის მკვიდრი, მამით ქართველი, დედით უკრაინელი.. რომ იცოდეთ, რა ტანჯვა-წამებით ჩამოაღწიეს საქართველომდე, ისეთი საშინელი ამბები მომიყვეს, ცოცხალი როგორ დავრჩი არ ვიცი.

აი, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც რომ არ მინახავს.

ვინც ამათ ებრძვის, კლავს, აობლებს, ბედნიერ ბავშვობას, სახლს, საყვარელ სათამაშოებს ართმევს, აშიმშილებს, გულს ტკენს, გულწრფელ ცრემლებს აღვრევინებს, ვერ გადარჩება, აუცილებლად გაანადგურებს შემოქმედი

ამ პატარა ბავშვს თვალებზე ეტყობა, რომ დათრგუნულია, დაღლილია და სევდიანი გამომეტყველება აქვს.

სამყაროს ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს მშვიდობა, მზე, სითბო, თბილი სახლი და ბევრი, ბევრი სიყვარული”, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

წყარო: https://fortuna.ge