“როგორ მინდა არაადეკვატური ხალხისგან შორს, რამე სხვა ქალაქში ვიცხოვრო”

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ თანამოაზრეებთან ერთად სხვა ქალაქში დასახლებაზე უარს არ იტყოდა.

“როგორ მინდა იმ არაადეკვატური ხალხისგან შორს, რამე სხვა ქალაქში ვიცხოვრო. ავირჩიოთ თანამოაზრეებმა რამე ქალაქი და გადავსახლდეთ იქ, არ შეიძლება? :))
აფხაზეთი დაგვიბრუნონ, ჩვენ გადავიდეთ აფხაზეთში და თვითონ თუ უნდათ იყვნენ თბილისში… სიამოვნებით დავთმობდი :))”, – წერს მომღერალი.