“მადლობა ღმერთს მომეცი ამის დაწერის საშუალება რაც რ2 დან წამოვედი”

იუნა შაფათავას სკანდალურ პოსტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მსახიობი ია ფარულავა.

ია ფარულავა: იმედია ამსიგრძე ტექსტი მხოლოდ საპირველაპრილო ხუმრობა იყო ….დიდი მარხვის წინ დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, ძირს ოკუპანტი რუსეთი ….შენ რაღაც სექტაში ხარ მგონი მანდ და დროზე დააღწიე თავი აჯობებს ….

იუნა შაფათავა: ია, ღადაობთ, არა? პაციფისტი ვარ, რწმენა დიდი ხანია, გოიმობად ითვლება ქართველისთვის? ტეხავს, მაგრად, მითუმეტეს ამ სქრინის შემდეგ, რა უკრაინა, რა სოლიდარობა… LOL…so sad and it’s you.. ქალები მშვიდობისთვის უნდა ვიღწვიდეთ და ვწუხვარ, მე რომ უნდა შეგახსენოთ ეს. სამშობლოს წინ გაყიდულ სააკაშვილს რომ აყენებთ, იქ მე კომენტარს ვერ და არ გავაკეთებ.

ია ფარულავა: თავისუფლება სააკაშვილს …..ამას მარტო მე არ ვითხოვ ….მადლობა ღმერთს მომეცი ამის დაწერის საშუალება რაც რ2 დან წამოვედი …პაციფისტი მეც ვარ ბუნებით და ომი დღეს არავის უნდა 21 საუკუნეში ….მაგრამ რეალობა სხვაა. .

იუნა შაფათავა: პაციფისტი მიჰას თავისუფლებას არა, დეტალირ განხილვას, სასამართლოს და შესაბამის დასჯას მოითხოვს. მიჰასი და მისი gang bangის, აქ რომ ვერ დალიეს ხალხის სისხლი ბოლომდე და ახლა უკრაინის სისხლით გემოთი ტკბებიან, ია. მიჰას თავისუფლების სურვილიც კი დანაშაულია ერის წინაშე.