ორგანიზაციის ,,შეაჩერე კორუფცია” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო გელაშვილი, რომელიც უკრაინაში იბრძვის, სოციალურ ქსელში წერს:
,,რაც შეეხება ,,ზელეს”, მიუხედავად იმისა, რომ მას აქ უფასებენ ქვეყნის არდატოვებას და ომიდან არგაქცევას, გადაჭრით ვერავინ იტყვის, რომ ის ისევ იქნება პრეზიდენტი. შეიძლება დატოვონ, შეიძლება არაა. დღეს აქ ხალხი წყვეტს ომის ბედს, მისი საქმეა თავის ნიჭის გამოვლინება საუბრები ტელევიზიით, პრეზიდენტებთან, ქვეყნის პარლამენტარებთან და საკუთარ ხალხთან.
რომ გითხრა, ხალხი კმაყოფილია მისი რეფორმებით ან რაიმე გაკეთებული საქმით, ეგრე არაა, ბევრი უკმაყოფილოა.
კიდევ აქ ვიღაცეებს სააკაშვილის და ზელენსკის სურათები უდევთ და ადარებენ ერთმანეთს. წერენ, რომ სააკაშვილი ახლა სჭირდება ზელენსკის და ნუ როგორც იციან ხოლმე. ეგრე არაა… აქ უკრაინელებს ძალიან არ მოეწონათ მათი ქვეყნის ტერიტორიის უკანონოდ დატოვება. უპატივცემულობად უთვლიან მაგ ამბავს სააკაშვილს და ნაწყენები არიან. შეიძლება ყველა არაა, მარა საკმარისად”.