გვანცა ყიფიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დღეს ჩემს სახლთან ახლოს, სალონში ჩავედი თმის შესაჭრელად. ცოტა ხანში გოგო მოვიდა, ბავშვთან ერთად. დიდად ყურადღება არ მიმიქცევია-სტილისტს ვესაუბრებოდი და რაღაცაზე ვიცინოდით. უცებ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი, სარკეს შევხედე და ულამაზესი, პატარა ბიჭუნა მიყურებდა. იცით როგორ მიყურებდა? არაბუნებრივად… შიშით და ტკივილით სავსე თვალები ჰქონდა, ისეთი-როგორიც ბავშვებს არ აქვთ ხოლმე ან აქვთ და მე არასოდეს მინახავს. როგორც კი დააფიქსირა რომ დავინახე-დედასთან მიირბინა და მის ზურგს უკან დაიმალა. ავდექი და ახლოს მივედი:
-აქ როგორი ლამაზი ბიჭი მოსულა, რა გქვია?
არაფერი მიპასუხა, თუმცა დავინახე როგორ ჩამოიქაჩა ბოლომდე ნერვულად მაისურის ღილი
-ვინმემ ხომ არ გაწყენინა? -ვკითხე ისევ.
-ესენი უკრაინიდან არიან-გამიღიმა სტილისტმა.
-მართლა?
-ჰო, ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს… ეს გოგო ჩემთან დავასაქმე სალონში- მანიკურის სპეციალისტად.
-ყავს კლიენტები?
-ჯერჯერობით არა, არ იცის ხალხმა რომ მანიკურის სპეციალისტიც დავამატეთ-გაიგებენ ალბათ და მოვლენ.
გოგოც მიხვდა რომ მასზე ვსაუბრობდით და გამეცნო. ლენა მქვიაო, საკუთარი სალონი მქონდა და ეხლა მხოლოდ ის მაქვს- რაც მაცვიაო.
მოვკვდი და გავნადგურდი. ერთია როცა ტელევიზორში უყურებ და მეორე როცა პირისპირ ხედავ ომგამოვლილ, გადარჩენილ უკრაინელს, რომელიც აქეთ გამშვიდებს და გეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ჰოდა, დავეხმაროთ რა რომ მართლა ყველაფერი კარგად იყოს.
ყველაზე მეტად სჭირდება საცხოვრებელი, ახლა ნაქირავები აქვს და შემდეგი თვის ფული უკვე აღარ მაქვსო, ასევე ვერ ახერხებს ბავშვის საბავშვო ბაღში შეყვანას-მითხრეს რომ ადგილები არ არისო (ვინაიდან ჯიქიას ქუჩაზე დასაქმდა სალონში-ამ უბანში მდებარე ბაღს ეძებს) ასევე ამ სეზონის ტანსაცმელი 4-5 და 12-13 წლის ბიჭებისთვის, და s/m ზომა ქალის ტანსაცმელი მისთვის.
თვითონ მუშაობს ა. პოლიტკოვსკაიას 47-ში, სალონ „კარპე დიემში“ და თუ ვინმეს ფრჩხილების მოწესრიგება/შილაქი და ა.შ დაგჭირდებათ- შეგიძლიათ ესტუმროთ.
თუ დახმარება არ შეგიძლიათ-გთხოვთ გააზიაროთ პოსტი, იქნებ სხვებმა შეძლონ “