დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რატომ არის მიუღებელი რუსეთის ცოდვების ღმერთისთვის დაბრალება:
დაიმახსოვრეთ: როცა ვინმე დაგიწყებთ მტკიცებას, რომ უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა ღმერთმა დასაჯა რუსული ბომბებით და რაკეტებით მისი ცოდვებისთვისო, აიღეთ და იოანეს სახარება ააფარეთ სახეზე, კერძოდ, თავად უფლის სიტყვები: „იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რათა დასაჯოს სოფელი, არამედ რათა გადაარჩინოს სოფელი მის მიერ”. (ინ. 3,17) ანუ ქრისტეს შობიდან მის მეორედ მოსვლამდე მუშაობს მხოლოდ ეს კანონი: დასასჯელად არ მოსულა და არის ქრისტე ჩვენთან, არამედ ჩვენს გადასარჩენად მოვიდა. არა დასასჯელად, არამედ გ ა დ ა ს ა რ ჩ ე ნ ა დ. ცოდვილთა დასასჯელად მოვა უფალი მეორედ მოსვლისას. ამიტომ უკიდურესი სისულელეა, მისი მოძღვრების უცოდინარობა და უღმერთობაა, უკრაინის მიმართ რუსეთის ბოროტება ღმერთს დააბრალო, ვითომცდა უკრაინელების ცოდვების გამო. მასე რომ იყოს, უმალ თავად რუსეთი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა მისი ხელისუფლების, ეკლესიის და ხალხის საშინელი უღმერთობის გამო“.