ნუცა შანშიაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს. 

“ადრე უნიკალური სილამაზის სხეული მქონდა. სცენაზე რომანსის შესრულებისას, ფაქტობრივად, გახდილი ვიდექი. სკულპტურასავით ჩამოქნილი სხეული მქონდა. გავიდა დრო, ისევ ისე არ ვარ, თუმცა არ ვარ ცუდ ფორმაში. 

ხელოვნებაში ყოველთვის არსებობდა პლასტიკით გადმოცემული ემოცია, რომელსაც განიცდი დღევანდელობასთან მიმართებაში. პორნო და ღრმა ეროტიკა არც არის ჩემს ფოტოსესიაში. პორნო არც შეესატყვისება იმ შემეცნებას, რაც მე მინდა გადმოვცე.

ფოტოსესიის დადების შემდეგ მწერენ, ხელი აგეფარებინა სხვაგანო…

ჯენიფერ ლოპესის ტ…კს რომ უყურებ, ეგ მოგწონს, ხო? ქართველს კი სი…ობა უნდა მომწერო? ამით შენს გოიმობას აჩვენებ. არ შეიძლება ფოტოსესიის გამო, სადაც არაფერია გამაღიზიანებელი და ეროტიკული, ასეთი რამ მიწერო. 

ეს ერთხელ არ მომხდარა, ბევრჯერ გამოხატული კრეტინიზმია.

ის ქალები, რომლებიც ცხოვრებაში დაჩაგრულები ხართ (არ ვიცი რისგან), ცოტა აზრზე მოდით. თანამედროვე ერის წარმომადგენლად არავინ არ ჩაგთვლით, თუ შენსას არ მოექცევი სათანადოდ. მე არ ვამბობ, დაჯდეს ვინმე და ჩახდილი ფოტოები იღოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე რასაც ვლაპარაკობ, ეს სწორი და გამართლებულია”.