წარმატებული ტელეწამყვანების, არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის წყვილს ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი აქვს. მათ ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ პირველ მარტს ვაჟი, სახელად ალექსანდრე შეეძინათ. პატარა სანიმ სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა.
აჩიკო და ნუცა სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურები არიან. ისინი ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა გადაცემას და ერთმანეთის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხსაც არ ერიდებიან.
მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე მარიჯანის ქუჩაზე პატარა სანისთან და ოთხფეხა მეგობართან, ლილიკოსთან ერთად ცხოვრობენ.
ცოტა ხნის წინ ნუცა “იმედის” გადაცემას ესტუმრა და ბუნებრივი სილამაზისა და მოდის ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აჩიკოს ის მაკიაჟის გარეშე უფრო მოსწონს.
„მე, მაგალითად, ჩემი მეუღლე ათი წელია მეუბნება, რომ არ უყვარს ჩემზე მაკიაჟი. მეუბნება, რომ ბევრად უფრო მოვწონვარ და ბევრად უფრო ლამაზი ვარ უმაკიაჟოდ. „მოჩლაჩული“ ნაკლებად ვუნახივარ, რა თქმა უნდა…“ – თქვა ნუცამ.