ნანუკა ჟორჟოლიანის შვილს, მარიამ გეგუჩაძეს, საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. პოპულარული დედის მსგავსად, მარიამსაც აქტიური ცხოვრების სტილი აქვს და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩნდება. მარიამ გეგუჩაძემ რამდენჯერმე ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო და თანამოაზრესთან, ნოდარ რუხაძესთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობდა.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, როდესაც მარიამს პირდაპირ ეთერში სტრესის შეტევა ჰქონდა და სათქმელის დასრულება ვერ მოახერხა. ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა ია ფარულავას გადაცემაში ისაუბრა:
„მარიამს ჰქონდა დიდი ფსიქოლოგიური სტრესი, ურთულესი ეტაპები გაიარა და პერიოდულად
სტრესი უნვითარდება ხოლმე. ეს წამით ხდება, მაგრამ თითქოს უსასრულოდ გრძელდება და ვერ იგებ, სად ხარ. ისე აირია პირდაპირ ეთერში, მივხვდი, რაც ხდებოდა და რეჟისორს ვეუბნებოდი, რომ ეთერიდან უნდა გამოვსულიყავით. ძალიან ცუდად იყო. რამდენიმე დღეში ვხედავ, Post TV-ზე შალვა რამიშვილმა ეს გააშარჟა და პირველად, მახსოვს, გავიფიქრე, არ მახსოვს ვინმესთვის, პუტინის გარდა, მესურვებინა რაიმე ცუდი, მაგრამ მინდა შალვა რამიშვილმა იცოდეს, რომ მას ვუსურვე იგივე, რაც მარიამს დაემართა, იმის გამო, რომ მან ჩემს შვილს სტრესის გამო დასცინა“ – თქვა ნანუკამ.