იტალიაში მოღვაწე მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე რუსეთ-უკრაინის ომს და მასში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის როლზე საუბრობს და პირობას დებს, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ბორის ჯონსონს სავარცხელს აჩუქებს.
“ომი რომ დამთავრდება, ორ რამეს გავაკეთებ
მომწონხართ, მისტერ ჯონსონ,
ომი რომ დამთავრდება უკრაინის და ევროპის გამარჯვებით, რაშიც თქვენი დიდი წილიც იქნება, ბატონო პირველო მინისტრო, მადლიერების ნიშნად გაჩუქებთ სავარცხელს (ოღონდ შემპირდით, რომ არ გამოიყენებთ).
მაპატიებს პოეტის ყოვლისმპატიებელი სული – ცოტათი შევცვლი:
სავარცხლით ვზივარ,
აუდენციას გთხოვთ მისტერ ჯონსონ.
ჯონსონმა ერთი კი გაიცინა,
ხელი დამადო, ბევრი იცინა,
სოლო, რა უცხო ვინმე მნახეო,
უბრალოდ, ბორკა დამიძახეო.
P.S. მითარგმნეთ რა დახვეწილ-მსუბუქ ინგლისურად, დევონშაირული დიალექტი იყოს, თუ გინდათ!
ომი რომ დამთავრდება, ორ რამეს გავაკეთებ:
ჯონ ლენონის “შობას” (“ომი დამთავრდა”) დავუკრავი ისეთ მაღალ ხმაზე, რომ მეზობელი დეპარტამენტები გაიგონებენ
და
გაერთიანებული სამეფოს პირველ მინისტრს, ბატონ ჯონსონს, ვაჩუქებ სავარცხელს.
P.P.S. ვეძებ ძველებურ ხის სავარცხელს. თუ ვინმე დამეხმარებით, არ დაგივიწყებთ”, – წერს ნერგაძე.