მოდელი თიკო ნატროშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რამდენიმე ეპიზოდს ვიხსენებ:
9 აპრილის მომდევნო დღეები იდგა. მე და დედა სასტუმრო “ივერიის” მიმდებარედ მოვდიოდით. უეცრად, გაბმული გრუხუნის ხმა მოისმა, ზუსტად არ ვიცი რა იყო, მაგრამ იქ მყოფმა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ კვლავ ტანკების კოლონა მოდიოდა და ყველა უმისამართოდ გარბოდა. მე და დედაც მათ შორის.
9 აპრილს ჩემი მშობლებიც რუსთაველზე იდგნენ. მე ბებიასთან ვიყავი დატოვებული და სახლში უნდა წამოვეყვანე. საღამოს 8-ზე ჩემ გამო დატოვეს იქაურობა.
სიმღერა “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა და ჩვენც ხშირად ვუსმენდით სახლში.
მეც კი, როცა იმ დროს ძალიან პატარა ვიყავი და მიმდინარე მოვლენებს ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, მაინც მძიმე დაღი დამიტოვა!
თუმცა, პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის!
მე მახსოვს 9 აპრილი!
დიდება გმირებს!
დიდება საქართველოს! “