ანი გიუნტერი ჟურნალ „თბილისელებთან“ მამის გარდაცვალების ამბავს იხსენებს:
„ძალიან მძიმეა ამის გახსენება, მაგრამ მამაჩემის მკვლელობა მე ისე მძაფრად ვიგრძენი, რომ ჩემი დისგან ამის თქმა აღარ მჭირდებოდა. რომ შემოვიდა, პირდაპირ ვკითხე, გარდაიცვალა-მეთქი? უფრო ადრე, როცა მამა გადიოდა და თქვა, მოვბრუნდე თუ არა, მე ვუთხარი, მობრუნდი-მეთქი. მერე ჩემს თავს ვკითხე, რატომ ვუთხარი ეს და ეს ფიქრები ჩემგან განვდევნე. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდა…“