სტივენ სიგალმა 70 წლის იუბილე მოსკოვში, რესტორან Марио-ში აღნიშნა. ამერიკელი მსახიობის დაბადების დღეს კრემლის პროპაგანდისტები ვლადიმირ სოლოვიოვი და მარგარიტა სიმონიანი დაესწრნენ.
“ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ხილვა. თქვენ ხართ ჩემი ოჯახი და მეგობრები, მიყვარხართ. ამ რთულ დროს ჩვენ ერთად ვართ”, – ამ სიტყვებით მიმართა იუბილარმა შეკრებილ საზოგადოებას.
ჰოლივუდელმა მსახიობმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო. 2021 წელს ის პარტია Справедливая Россия – Патриоты – За правду-ს წევრი გახდა.
უკრაინაში საოკუპაციო რუსული ჯარის შესვლა მსახიობს არ გაუკრიტიკებია. სიგალის თქმით რუსეთი და უკრაინა ერთი ოჯახია.