ნეკა დოროყაშვილი აქტუალობას არ კარგავს. ის მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. Instagram-ზე აქტიური მოდელი ზოგჯერ გამომწერების კითხვებსაც პასუხობს, რომლის ძირითადი ნაწილი ნეკას სილამაზის საიდუმლოებებსა და პირად ურთიერთობებს ეხება.
ნეკა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს – ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.
როგორც ნეკამ საკუთარ სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, ყოფილ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მან
ახალი ურთიერთობა დაიწყო და თავს ბედნიერად გრძნობს.
სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურნენ მისი გამომწერები და „ინსტაგრამზე“ ნეკას ჰკითხეს, თუ რატომ არასდროს აჩენს თავის ქმარს.
„ქმარი არ მყავს, საუკუნის წინ მყავდა ერთი და იმხელა ჯოჯოხეთი გამომატარა, სხვა ნამდვილად აღარ მინდა, ერთიც საკმარისი იყო, დამიჯერეთ, ჩემი ენერგიის და მოტივაციის წყარო ჩემი შვილია, ცხოვრების მთავარი საჩუქარი“ – უპასუხა მოდელმა.