აფხაზეთიდან დევნილ 40 წლის ალიკა ცაავას, რომელიც ორ ქართველ მებრძოლთან ერთად უკრაინაში დაიღუპა, რამდენიმე დღეში მშობლიურ ქალაქ ჯვარში ჩამოასვენებენ.
მას სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სიკვდილამდე, რამდენიმე დღით ადრე ალიკა ცაავა რუსთავში მცხოვრებ დეიდაშვილს, ჟანა ფაცაციას ესაუბრა.
ჟანა „პრაიტაიმთან“ ალიკა ცაავასთან ემოციურ საუბარს იხსენებს.
„ალიკა უკრაინელ ქალზე იყო დაქორწინებული, მათ წლები შვილი არ ჰყავდათ. აქ იმდენი უდედმამო ბავშვებია უნდა ვიშვილოვო….ეს იყო მისი უდიდესი სურვილი. ისე განიცდიდა უკრაინის ამბებს, აქ წყდებაო საქართველოს ბედი, ასე ამბობდა”,- იხსენებს „პრაიმტაიმთან” ალიკა ცაავას დეიდაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ერთ-ერთი ქართველის გადმოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.