“მთელ ჯვარს ესმის ალიკა ცაავას დედის მოთქმა… მამამისი ამისთვის დახვრიტეს რუსებმა”

წალენჯიხის მერიის წარმომადგენელი, თამარ ბელქანია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“უკრაინაში ჯვარელი ბიჭის გარდაცვალება მშობელმა მედიით შეიტყო.

მთელ ჯვარს ესმის 39 წლის ალიკა ცაავას დედის მოთქმა.

ალიკა წინა ხაზზე იბრძოდა. დაჭრილები გამოყავდა და …გმირად გარდაისახა.

მამამისიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ხალხი გამოიყვანა ავტობუსით და ამისთვის დახვრიტეს რუსებმა.

აღდგომის კვირაა…

XXI ს და ჩვენი ბიჭები ომში იღუპებიან

#ჩვენდავამარცხებთრუსებს!

ჩვენ გამარჯვების გარდა სხვა გზა აღარ გვაქვს!” – წერს თამარ ბელქანია.