„კიდევ ერთმა ადამიანმა გამიადვილა, როცა იქნება, სიცოცხლესთან განშორება“

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„უსაყვარლესი, უთბილესი, ძალიან კეთილი იკა ყენია აღარ არის. ამას ვამბობ და არ მჯერა. იმდენად არ მჯერა რომ პირადში მივწერე მითხარი რომ ტყუილია-თქო. კიდევ ერთმა ადამიანმა გამიადვილა, როცა იქნება, სიცოცხლესთან განშორება“,- წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი.