ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:
“უცნაურია, მაგრამ ასეა:
არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან და ვერ ხვდებიან, არ იციან, ობიექტურად ვერ აფასებენ არსებულ მდგომარეობას.
ხშირად ამბობენ: თურმე მაშინ რა ბედნიერი ვყოფილვარ და არ ვიცოდიო.
განსაცდელი ხშირად იმიტომ გვეძლევა, დავაფასოთ ის, რაც გვქონდა.
ასევე, არიან ადამიანები, უბედურები, რომლებიც საღად ვერ აღიქვავენ თავიანთ მდგომარეობას.
ჰგონიათ რომ კარგად არიან და ასე იქნებიან სულ.
გაიგე, რომ წარმავალია ყველაფერი, როგორც შენ იხსენებ დიდი ხნის წასულ ადამიანს, ასევე გაგიხსენებენ შენც.
ავადმყოფობა, წარუმატებლობა, ამპარტავნება და შური, შედეგია შენი არასწორი დამოკიდებულება ადამიანების და ცხოვრების მიმართ.
რასაც უსურვებ სხვას, ადრე თუ გვიან, იგივე მოგეცემა შენც.
კეთილი საქმეები მარადიულია”, – წერს ჯაჯანიძე ფეისბუქზე.