უფლებამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში მძიმე ისტორიის შესახებ წერს:
,,ერთ დახურულ ჯგუფში 18 წლის გოგომ ანონიმურად დაწერა, რომ მეგობარმა გააუპატიურა და ახლა აღმოაჩინა, რომ ორსულადაა. ოჯახის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, თანასოფლელებიც ყველა მე გამამტყუნებს და სუიციდზე ვფიქრობო…
ყველა პატარა გოგომ ამ ქვეყანაში მინდა, იცოდეს, რომ არ არის მარტო, რომ ჩვენ – ქალები, გვერდში დავუდგებით, ოღონდ მოგვწერეთ, ოღონდ გაგვაგებინეთ, რომ გიჭირთ.
შეიძლება საკუთარი ოჯახი არ გეიმედებათ, მაგრამ ყველა ქალი, ვისაც ტელევიზორში ხედავთ, ან ფეისბუქზე, ან შორიდან იცნობთ და მოგწონთ და ერთხელ მაინც უსაუბრია ქალთა უფლებებზე, მხარში დაგიდგებათ. ,,საფარი” და ყველა სხვა ქალთა ორგანიზაცია დაგეხმარებათ იურიდიული თუ სხვა პრობლემის მოგვარებაში. სახელმწიფოც იზამს რამეს, არც ჩალითაა დახურული ეს ქვეყანა. გქონდეთ სხვა ქალების იმედი ასეთ გაჭირვებაში, ყველაფერში დაგეხმარებით!
ქალებო, ხშირად გაუმეორეთ ეს პატარა გოგოებს, რადგან არ იციან და არ ეიმედებით, უთხარით, გააგებინეთ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ქალი ვართ პატარა გოგოების გვერდით და მათ ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი”.