“რას ვხედავ, სლავური გარეგნობის კაცი ლაშას კარებს უღებს ფოტოს…დავიჭირე პრაქტიკულად, თან ვყვირი ლაშაააა, ლაშააა”

ბოლო დღე­ე­ბია, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, კედ­ლებ­ზე გა­მო­ჩე­ნილ უჩ­ვე­უ­ლო ნა­ხა­ტებს. ამას ისიც და­ერ­თო, რომ მწე­რალ­მა ლაშა ბუ­ღა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, “აგენ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა,” ბუ­ღა­ძის პოსტს “ფე­ის­ბუქ­ში” დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ზოგ­მა ის არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­იჩ­ნია, ზოგ­მაც გა­ა­ზი­ა­რა და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­კენ და გა­მო­ძი­ე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ჟურ­ნა­ლის­ტი ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძე კი ჯა­შუშ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ას აქ­ვეყ­ნებს:

 

“გუ­შინ ამოვ­დი­ვარ ტაქ­სით, თან ვკი­თხუ­ლობ ლაშა ბუ­ღა­ძის სტა­ტუსს, რუსი ჯა­შუ­ში რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი სახ­ლის კარ­თან… მა­ნამ­დე გა­და­ვი­ღე უც­ნა­უ­რი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტის ფორ­მის სიმ­ბო­ლო­ე­ბი გმირ­თა მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ.. ამო­ვუხ­ვიე ჩვენს მო­სახ­ვევ­ში და მარ­ცხნივ ვხე­დავ მა­ღა­ზი­ის კე­დელ­ზე დიდი Z მსუქ­ნად მუქი მწვა­ნე სა­ღე­ბა­ვით.

მოკ­ლედ, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი მოვფრი­ნავ სახ­ლში, პარკში გუფ­თი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლი თახ­თა­ხებს, დავ­ტო­ვო გუბ­თა და გა­ვიქ­ცე ლა­შას­თან, თუ გუბ­თი­ა­ნად გა­ვიქ­ცე.. ერთი სი­ტყვით, გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს მივ­ქან­დე, ლა­შას და­ველ­პა­რა­კო, ვინ ჯა­შუ­ში იყო, რა ეცვა, სად წა­ვი­და, რა თქვა ზუს­ტად და ა შ. შე­ვუხ­ვიე მის­კენ და რას ვხე­დავ: ვი­ღაც სლა­ვუ­რი გა­რეგ­ნო­ბის ახალ­გაზ­რდა კაცი ლა­შას კა­რებს უღებს ფო­ტოს…

იქ შემ­დეგ რა მოხ­და, ალ­ბათ არ გა­გა­ო­ცებ­დათ. და­ვი­ჭი­რე პრაქ­ტი­კუ­ლად ეს ადა­მი­ა­ნი, თან ვყვი­რი: ლა­შა­ა­აა, ლა­შა­აა, ჯერ ვუყ­ვი­რე ამ სლავს, სტო­ი­აწ!! – შედ­რკა, მერე და­ვი­წყე ყი­ვი­ლი ინ­გლი­სუ­რად – you will not get out of here!!! stop, don’t move! ამა­სო­ბა­ში გა­მო­ვარ­დნენ ჩემს ხა­ვილ­ზე ლაშა და სოფო, ამ სლავ­მა უკვე ფერი და­კარ­გა, პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ტა­ხებ­ში მო­ვაქ­ციე.

ის მა­ჩე­ჩებს რა­ღაც ვი­ზიტ­კას, მე არ ვარ აგენ­ტი, ბე­ლო­რუ­სი ვარ, ბე­ლო­რუ­სი ვარ, სლა­ვა უკ­რა­ი­ნი, კნა­ვის უბე­დუ­რი – ერთი სი­ტყვის, სამ­მა და­ვა­კა­ვეთ სა­წყა­ლი… აღ­მოჩ­ნდა ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ბე­ლო­რუ­სი, ნინო ქა­თა­მა­ძის ბენდთან მო­თა­ნამ­შრომ­ლე წე­სი­ე­რი კაცი, ფო­ტოს კი იმი­ტომ უღებ­და ლა­შას კარს, რომ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მე­გობ­რე­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი წარ­წე­რე­ბი, დრო­შე­ბი და სტი­კე­რე­ბი რო­გორ ყველ­გან არი­სო. ასე­თი ამ­ბა­ვი იყო მე­გობ­რე­ბო, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ დაძ­რწის მტრის აგენ­ტუ­რა, უბ­რა­ლოდ, ზოგ­ჯერ იუ­მო­რით უნდა შევ­ხე­დოთ სა­კუ­თარ თავ­საც”, – წერს ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძე.