უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“სულ მაფიქრებს, რატომ უნდათ ახალგაზრდებს ბანკში დასაქმება მოლარე ოპერატორებად სრულიად მონურ ხელფასზე და დესპოტურ სამუშაო გარემოში, სადაც ბიულეტენი უხელფასო შვებულებას ნიშნავს, კოვიდიანებს ამუშავებდნენ კარანტინის დღეების დაუცველად და ნახევარ განაკვეთზე, ანუ თვეში 150 ლარს უხდიან დაუქვითავს, ანუ ხელზე 120 ლარზე ნაკლებს. 3 წელი არ სვამენ მუდმივ შტატში. არის დიდი გადინება. ამის გამო მოლარე ოპერატორების უმრავლესობა არის გამოუცდელი და უშვებს ტრილიონ შეცდომას, რასაც ეწირება კლიენტის დროის უზაროდ დიდი რესურსი და საბოლოო ჯამში მომსახურებაც არის უბანძესი.
ყველაზე მდიდარი ინსტიტუცია ქმნის სიმდიდრის და პრესტიჟის სიმულაციას და ამას ბუზივით ეხვევა ხალხი. როდის უნდა დამთავრდეს ეს ფსევდო-პრესტიჟი, რომელიც რეალურად ახალგაზრდების ექსპლუატაციაზე დგას და თან ძალიან ცუდ სერვისს გულისხმობს???
ერთ-ერთ ჯგუში გოგო კითხულობს, ხო კაი სამსახურია? ხო ღირს ასეთ დაბალ ხელფასზე მუშაობის დაწყებაო? არა. არ ღირს მაგ ფსევდო-პრესტიჟულ მონობაში თავის გაყოფა!”, – წერს პატარაია.